სოფელ მეორე ობჩაში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 21.11.2018
ნანახია: 756

ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია თითქმის 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მამაკაცი ჭის თხრილში ჩავარდა. ორმოში ჩავარდნის შემდეგ, ის მიწის მასამ დაფარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

მამაკაცის ორმოდან ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყვნენ მაშველები და მძიმე ტექნიკა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე