მსოფლიოში ყველაზე ფოტოგრაფირებადი სასტუმრო აშშ-ში მდებარე, Universal Orlando Resort-ია

საქართველო, თბილისი - 13:33 | 08.12.2015
ნანახია: 1684

მსოფლიოში ყველაზე ფოტოგრაფირებადი სასტუმრო აშშ-ში მდებარე, Universal Orlando Resort-ია.

სასტუმროს რეიტინგს ხშირად მისი ფოტოები წევს, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელებში იდება. ამ მხრივ ყველაზე აქტიური კი Instagram-ია.

გამოცემა Conde Nast Traveler-მა მსოფლიოს ყველაზე ფოტოგრაფირებადი სასტუმროების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც 10 სასტუმრო მოხვდა, რომელსაც ტურისტები ხშირად ურებენ ფოტოებს.

რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილზეა Fontainebleau Miami Beach, სადაც ხშირად ისვენებდა ფრენკ სინატრა და ელვის პრესლი.

რეიტინგში მესამე პოზიციაზეა სასტუმრო Atlantis The Palm, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების კუნძულზეა განთავსებული.

მეოთხზე ადგილზე, ყველაზე ფოტოგრაფირებადი სასტუმროების ნუსხაში, იბიცაზე მდებარე სასტუმრო Ushuaïa Ibiza Beach Hotel-ია, მეხუტე პოზიციას Atlantis Resort At Paradise Island-ი იკავებს.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ Hilton Hawaiian Village Waikiki Beach Resort-ი, Hotel del Coronado, The Plaza Hotel-ი, Tokyo Disney Resort-ი და Titanic Deluxe Hotel Belek-ი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე