მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ - რიმა ბერიძე ლევან ხაბეიშვილს

საქართველო, თბილისი - 13:49 | 20.11.2018
ნანახია: 1028

მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ -  თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს მიმართა.

„მატყუარა, მასხარა ხარ, როგორც მთელი საქართველო გეძახის. მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული მასხარა ხარ“, – განაცხადა ბერაძემ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რიმა ბერაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტის გახსენებამ, რომ მას „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა უჩივლა.

„მქონდა კონსტრუქციული კითხვები, რომელზე პასუხის ნაცვლად მივიღეთ, მათ შორის, ქალბატონი რიმას ისტერიკა. რატომ ჩავარდნენ ისტერიკაში? რიმა ბერაძის აგრესია გამოიწვია იმან, რომ გაახსენდა, პასუხები არ აქვთ და რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა რამდენიმე დღის წინ უჩივლა. „რუსთავი 2“-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ბერაძეს მისი კოორდინატორი პირდაპირ ადანაშაულებს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა, რომ თავისმა კოორდინატორმა დაადანაშაულა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს კომისიებმა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს დაიწყეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე