ბრიუსელში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 20.11.2018
ნანახია: 671

ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელს თავს დაესხა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ  ემუქრება.
თავდასხმა ისკელის რაიონში კომისარიატის სიახლოვეს მოხდა. მეორე პოლიციელმა თავდამსხმელის წინააღმდეგ იარღი გამოიყენ და დაჭრა. თავდამსხმელიც ჰოსპიტალშია მოთავსებული.

პროკურატურა დანაშაულის გარემოებებსა და მოტივებს იძიებს.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა სამართალდამცველი ყელში დაჭრა.

ზოგიერთი მედიის ცნობით, თავდასხმის მომენტში მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა, თუმცა პოლიციამ ეს არ დაადასტურა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე