საქართველოს ჰყავს ორი მტერი, რუსული ოკუპაცია და სიღარიბე - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 12:34 | 20.11.2018
ნანახია: 648

საქართველოს ჰყავს ორი მტერი, რუსული ოკუპაცია და სიღარიბე, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

მისი თქმით, სიღარიბის დაძლევაში მთავარი პრობლემა გახდა ჭარბვალიანობა.

„ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. შესაბამისად, სიღარიბის დაძლევა გადის,  ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე.  ჩვენ სიღარიბის დაძლევაში გვაქვს პროგრესი, მაგრამ ჯერ კიდევ, ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი, სამწუხაროდ, ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის ამ მასშტაბის პრობლემა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პრობლემაზე, მას სჭირდება, სისტემური მიდგომა და ის ვერ გადაიჭრება ერთჯერადი ნაბიჯით. ეს პრობლემა დაგროვილია წლების განმავლობაში და ჩვენ ის გვერგო ისტორიულად. წინა პერიოდში, სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ამ სტატუს-კვოს და ამ გარემოს შეცვლა. სასტარტო წერტილი ამ პრობლმების დაწყების გახდა  2007 წლის 29 ივნისის სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, როდესაც მოიხსნა ე.წ. მაქსიმალური ზღვარი საპროცენტო და საჯარიმო განაკვეთებზე“, - განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო უპასუხისმგებლო დაკრედიტება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე