აშშ-ში International Emmy Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

საქართველო, თბილისი - 11:27 | 20.11.2018
ნანახია: 642

ნიუ იორკში პრემია International Emmy Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. შედეგები პრემიის საიტზეა გამოქვეყნებული.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტული დანიელმა ლარს მიკელსენმა მოიპოვა (სერიალი „უფლის გზა“) საუკეთესო ქალ მსახიობად კი ანა შუდტი დასახელდა გერმანულ სერიალში შესრულებული როლისთვის.

თავიანთ ჟანრებში საუკეთესოებად დასახელდა ისრაელური კომედია Nevsu, დოკუმენტური ფილმი „მშვიდობით, ალეპო“, ესპანური სერიალი „ქაღალდის სახლი“.

ამ დღეს სულ 11 ჯილდო გაიცა, რომელიც 10 ქვეყნის წარმომადგენლებს ერგოთ.

International Emmy Awards-ი ინდუტსრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, ის საუკეთესო სატელევიზიო პროექტებს გადაეცემა, რომლბიც აშშ-ის საზღვრებს გარეთ იქმნება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე