გვქონდა ხარვეზები მმართველობით სისტემაში, ამის შესახებ მივიღეთ გზავნილი მოსახლეობისგან და ამ ნაწილში იქნება ძალიან ბევრი სიახლე - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 10:31 | 20.11.2018
ნანახია: 563

გვქონდა ხარვეზები მართვის სისტემაში, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ და ჩვენი თითოეული რეაგირება იქნება ძალიან ოპერატიული, ძალიან მოკლე დროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ამ საკითხებზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. შეცდომა იქნება თუ ხარვეზი, უნდა გვქონდეს ძალიან ოპერატიული რეაგირება. ამ კუთხით დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმები. გვქონდა ხარვეზები მართვის სისტემაში, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ და ჩვენი თითოეული რეაგირება იქნება ძალიან ოპერატიული, ძალიან მოკლე დროში, რომ სიკეთე მივიტანოთ რაც შეიძლება დროულად მოქალაქემდე. იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, გადაწყვეტილების ხარისხი იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში გადაწყვეტილების მიღების ხარისხი, ასევე მისი დანერგვა და კონკრეტული შედეგის მიტანა თითოეულ მოქალაქემდე გაიზრდება როგორც ხარისხობრივად, ისე თვისობრივად.

„ჩვენი აქცენტი არის იმაზე, რომ გაუმჯობესდეს მმართველობითი სისტემა და გაუმჯობესდეს გადაწყვეტილების მიღების ხარისხი, მთლიანობაში გაუმჯობესდეს ეფექტურობა.

თქვენ თუ შეხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, ის გახლავთ 13 მილიარდი. ეს არის ძალიან მსხვილი თანხა და მასში არის ძალიან ბევრი კომპონენტი დამატებული. ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ. ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ექნებათ მეტი თანხები იმისთვის, რომ უფრო ადვილად გადაწყვიტონ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები.

ჩვენ გვქონდა ხარვეზები მმართველობით სისტემაში, ამას ვხედავდით, ამის შესახებ მივიღეთ გზავნილი მოსახლეობისგან და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ბევრი სიახლე. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რომ გადაწყვეტილების მიღების ხარისხი, ასევე მისი დანერგვა და კონკრეტული შედეგის მიტანა თითოეულ მოქალაქემდე გაიზრდება როგორც ხარისხობრივად, ისე თვისობრივად ძალიან ძალიან მალე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე