ძლიერმა წვიმებმა ესპანეთში წყალიდიდობა გამოიწვია

საქართველო, თბილისი - 14:45 | 19.11.2018
ნანახია: 753

ესპანეთში ძლიერმა წვიმებმა ბალეარისა და კანარის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია. ვალენსიასა და ალიკანტეში საფრთხის ყველაზე მაღალი „წითელი“ დონე გამოცხადდა.
განსაკუთრებით დაზარალდა აღმოსავლეთ სანაპირო. ჟირონის პროვინციაში ათობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გადაიკეტა საავტომობილო გზები. საგანგებო სამსახურების თანამშრომლები მოსახლეობას ურჩევენ არ გადაადგილდნენ საკუთარი ავტომობილებით და არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონე შემოღებულია ბალეარის კუნულებზე.

კანარის კუნძულებზე ტალღების სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა.

შტორმის გამო შეწყვეტილი იყო საზღვაო მიმოსვლაც. ასევე შეწყვეტილია სწავლა ათობით სასწავლო დაწესებულებაში.

იბერიის ნახევარკუნძულზე წვიმები უკვე  ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება, ასევე მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაც.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე