ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება იტალიელ მეცნიერებს - ნობელის პრემიის ლაურეატ რიკარდო ვალენტინის და ჯუზეპე ერამოს მიენიჭათ
საქართველო, თბილისი - 13:54 | 19.11.2018 ნანახია: 672საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება საერთაშორსო რანგის ორ იტალელ მეცნიერს, პროფესორ რიკარდო ვალენტინის და დოქტორ ჯუზეპე ერამოს მიენიჭა. საპატიო ჯილდოები საქართველოში, კერძოდ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ იტალელ მეცნიერებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
ნობელის პრემიის ლაურეატი რიკარდო ვალენტინი ტუსკიას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი და ხმელთაშუა ზღვის აუზის კლიმატის ცვლილების ცენტრის (CMCC) სტრატეგიული დირექტორია. დოქტორი ჯუზეპე ერამო კი ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის (MIFP) პრეზიდენტია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ორივე მეცნიერს მრავლწლიანი მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებთ.
ღონისძიებას, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში ჩატარდა, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მკვლევარები ესწრებოდნენ.
არჩილ ფრანგიშვილმა პროფესორ რიკარდო ვალენტინისა და დოქტორ ჯუზეპე ერამოს საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა კოლაბორაციის მნიშვნელობაზე იტალიელ მეცნიერებთან, ასევე იმ მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობებზე ინოვაციების მიმართულებით, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. არჩილ ფრანგიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან იტალიელი მეცნიერებისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების წინაპირობა სწორედ ეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გახდა.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ სახით გადაგვეხადა მადლობა პროფესორ რიკარდო ვალენტინისა და დოქტორ ჯუზეპე ერამოსთვის, მათი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის ჩვენს უნივერსიტეტთან, რაც არაერთი წელია გრძელდება. ნობელიანტი რიკარდო ვალენტინი ბიოფიზიკოსია და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ავტორია. ის კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის - IPCC-ის წევრია. 2015 წელს მას „ევროპის საუკეთესო ეკოლოგის“ ტიტული მიენიჭა. მისი კვლევები დაკავშირებულია ეკოსისტემების ფართომასშტაბიან რეგიონულ შეფასებასათან და ძალიან ღირებულია მსოფლიო მასშტაბით. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა ეკოსისტემების მეტროლოგიური მონიტორინგის გლობალური ქსელის დანერგვა. მისი მონაწილეობით შესრულდა არაერთი პროექტი NASA-ს და ევროკომისიისთვის. ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევარები რიკარდო ვალენტინისთან ერთად ეკოსისტემის მონიტორინგის ისეთი ქსელის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც საქართველოს მოერგება და მისი დანერგვით ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი პრობლემა გადაიჭრება. ორივე მეცნიერი ჩამოსულია სამუშაო ვიზიტით. ვგეგმავთ, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავებას, მათ შორის HORIZON 2020-ში მონაწილეობისთვის. ეს კი ტექნიკურ უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს, განავითაროს და გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
როგორც სტუ-ის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით თავხელიძემ აღნიშნა, ჯუზეპე ერამოს სამეცნიერო ინტერესები გამოყენებითი ფიზიკის საფუძველზე თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.
„დოქტორი ერამო და ხმელთაშუა ზღვის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები მრავალი წელია თანამშრომლობენ ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევარებთან. ევროკომისიის დაფინანსებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი გვაქვს შესრულებული და მათი დანერგვა წარმატებით შეიძლება მოხდეს სხვადასხვა დარგში. ამჟამად კი, უახლესი ტექნოლოგიებით, ე.წ. ახალი მასალებით დამზადებული მზის ენერგეტიკული პანელების გამოყენების საკითხებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით თავხელიძემ.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა რიკარდო ვალენტინიმ და დოქტორმა ჯუზეპე ერამომ ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფებთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, ასევე, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექციები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „გლობალური დათბობის გამოწვევები ახალ ათასწლეულში“ და „ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის მიმდინარე და პერსპექტიული სამეცნიერო კვლევები“.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა