ნანოტექნოლოგიები – მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში
საქართველო, თბილისი - 13:51 | 19.11.2018 ნანახია: 738საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია – „ნანოტექნოლოგიები“ (ნანო-2018) გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 21 ქვეყნის – ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, ბელარუსის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, კანადის, ლიეტუვის, მექსიკის, პოლონეთის, რუსეთის, საფრანგეთის, საქართველოს, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ყაზახეთის სამეცნიერო დელეგაციები ესწრებიან.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ნანოტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოში 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კონფერენციათა ე.წ. რეგულარული სერია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება.
„ნანო-2018“-ზე მეცნიერები და მკვლევარები, ისევე როგორც ინჟინრები და ტექნოლოგები, განიხილავენ ახალი ნანომასალების სინთეზის მეთოდებს, მათი სტრუქტურის, ფიზიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებების კვლევებს, აგრეთვე, ტექნიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობებს. ველი, რომ კონფერენცია შეაფასებს დღევანდელ მდგომარეობას ნანოტექნოლოგიებში, ამ დარგის ახალ მიღწევებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
როგორც ეს ჩანს კონფერენციის პროგრამიდან, დაგეგმილ ზეპირ და პოსტერულ სესიებზე წარმოდგენილი იქნება ნანოსისტემების ექსპერიმენტული შესწავლით მიღებული ახალი შედეგები მათი მოდელირების თეორიულ მიდგომებთან ერთად.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი კარგ პლატფორმად გადაიქცევა ნანონომინაციებისა და ნანოტექნოლოგიებისათვის, რომ გამართონ ფართო დისციპლინათშორისი დისკუსია და ამ გზით არამარტო ინტენსიური გახადონ არსებული თანამშრომლობა, არამედ ხელიც შეუწყონ მომავალ თანამშრომლობას ნანოტექნოლოგიურ კვლევებში“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
„ნანო-2018“-ის ზეპირი და პოსტერული სესიების თემატიკა მრავალფეროვანია. ის მოიცავს ნანოტექნოლოგიას, ნანოფიზიკას, ნანოქიმიას, ნანობიოოლოგიასა და ნანომედიცინას, ასევე ნანომასალათმცოდნეობას, ნანოინჟინერიასა და ნანოელექტრონიკას, ეხება ნანოუსაფრთხოებასა და ნანოგანათლებას და ა.შ. 20-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო ცენტრების მკვლევერთა მიერ 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის: 1959 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა თავის მოხსენებაში – “იქ ქვევით საკმარისი ადგილია” – პირველად წამოაყენა მოსაზრება, რომ შესაძლოა ატომების გადაადგილება მექანიკურად, მანიპულატორების საშუალებით. ითვლება, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ნანოტექნოლოგიების განვითარებაში. ტერმინი „ნანოტექნოლოგია“ პირველად 1974 წელს გამოიყენა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ნორიო ტანიგუჩიმ. მან ამ ტერმინით რამდენიმე ნანომეტრის ზომის ობიექტის შექმნა განსაზღვრა. დღეისათვის, ნანოტექნოლოგია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფეროა, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დარგში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
19.11.2018
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა