ლიფტი, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა, 95-ე სართულიდან ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 19.11.2018
ნანახია: 743

ჩიკაგოში ლიფტი, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა, მოწყდა და 95-ე სართულიდან ჩავარდა. ინციდენტი ჰანკოკ-ცენტრში მოხდა. მგზავრებს შორის ერთი ორსული იყო.

არსებული ინფორმაციით, მოძრაობის დროს, ერთ-ერთი ბაგირი გაწყდა, ლიფტის კაბინა უდიდესი სიჩქარით ქვევით დაეშვა და მე-11 სართულზე გაჩერდა.

„თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მოვკვდებოდით. ჩვენ ქვევით ვეშვებოდით. შემდეგ კი ვიგრძენით, რომ ვეცემოდით“, - განაცხადა ლიფტში მყოფმა ჰაიმე მონტემაიორმა.

მგზავრებმა არ იცოდნენ, რომელ სართულზე იმყოფებოდნენ, ვიდრე მათთან საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები არ მივიდნენ. ევაკუაციას სამი საათი დასჭირდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე