მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს მიხეილ სააკაშვილისთვის ქსენოფობიასა და ანტისემიტიზმზე "ლექციების" კითხვა - გიორგი მშვენიერაძე

საქართველო, თბილისი - 12:47 | 19.11.2018
ნანახია: 727

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშილის განცხადება იყო ანტისემიტური.

სააკაშვილმა თქვა: "ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს."

 “მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს მიხეილ სააკაშვილისთვის ქსენოფობიასა და ანტისემიტიზმზე "ლექციების" კითხვა. ეს არაა მხოლოდ დაულაგებელი ან ემოციურ ფონზე არაკორექტული წყობით წამოცდენილი წინადადებები, როგორც წინა ჯერზე გვთავაზობდა მათ ახსნას. კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. მხარდამჭერები სანამ აქ შემოხვალთ და "გაპრავებას" დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით, ამის გაპრავებისას რითი განსხვავდებით თამაზ მეჭიაურისიანებისგან”,- ამბობს მშვენიერაძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე