მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:35 | 19.11.2018
ნანახია: 711

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინგოროყვას კლინიკის ექიმის კონსტანტინე მუმლაძის თქმით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აქვს.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება, თუმცა გაუარესებული არ არის. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, შესაბამისად, კონტაქტური არ არის. აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების და თავის ტვინის დაჟეჟილობა“, - ამბობს ექიმი.

მიხეილ გიორგაძე ავტოავარიაში ორი დღის წინ, ყვარელში მოჰყვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე