ნოემბრში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 08.12.2015
ნანახია: 1265

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბრში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 3.0%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 44 123 ერთეული შეადგინა. ნოემბერს 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის ნოემბერთან (36 733 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 20.1%-ით, 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 12.5%-ით, 2013 წლის ნოემბერთან (42 664 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.4%-ით, 2014 წლის ნოემბერთან (42 855 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.0%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (13,3%-ით), ისე მეორადი (3.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.049 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.019).

„აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (19.6%-ით), ხოლო შემცირდა მეორადი (0.3%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 288, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 35 835 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0.749 და 1.156 დონეებზე დაფიქსირდა”, აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.2%-ს მეორადი, ხოლო 18.8%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის ნოემბერში კი, შესაბამისად, 83.8% და 16.2%).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე