ჯამალ ჰაშოგის დანაწევრებული ცხედარი თურქეთიდან ჩემოდნებით გაიტანეს - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 12:21 | 19.11.2018
ნანახია: 690

თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის დანაწევრებული ცხედარი თურქეთიდან ჩემოდნებით გაიტანეს.

 „ამ მომენტისთვის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულებმა თურქეთი მკვლელობის შემდეგ სამი-ოთხი საათის შემდეგ უპრობლემოდ, დიპლომატიური ხელშეუხებლობის იმუნიტეტის წყალობით დატოვეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯამალ ჰაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონუსლში 2 ოქტომბერს შევიდა და გაუჩინარდა. 19 ოქტომბერს ერ-რიადში ჟურნალისტის მკვლელობა აღიარეს.

ცოტა ხნის წინ The Washington Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს ეკისრება.

თურქეთმა ერ-რიადს ჰაშოგის მკვლელობის დამკვეთების ვინაობის დასახელება კატეგორიულად მოსთხოვა.

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული 18 პირი დააკავა, ხუთი მაღალჩინოსანი კი თნამდებობებიდან გაათავისუფლა. თურქეთი ერ-რიადისგან საქმის ფიგურანტების გადაცემას მოითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე