ძმები ვისოლებისთვის ოკუპაცია მნიშვნელოვანი არ არის - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 11:14 | 19.11.2018
ნანახია: 687

არ ჩაასხათ „ვისოლის“ ბენზინი, ძმები ვისოლებისთვის ოკუპაცია მნიშვნელოვანი არ არის, სამაგიეროდ მნიშვნელოვანია ეს სირცხვილი - განაცხადა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისში ბილბორდებზე განთავსებულ ახალ ბანერებზე "არა ნაცებს, არა ბოროტებას" -  საუბრისას. ბანერზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის ქარდავას, ვანო მერაბიშვილისა და ნიკა გვარამიას ფოტოებია გამოსახული.

გადაცემის დროს უცნობი იყო ბანერების დამკვეთი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბანერების დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

„უნდა მივმართთო კომპანია აუტდორს -  თქვენ ხართ ეს? ძმებ ვისოლებს [სოსო და ლევან ფხაკაძეები ], რომლებიც კომპანია აუთდორს ფლობენ, ეგეც საინტერესოა, როგორ და რანაირად და რა პირობებით. „არა ოკუპაციის“ ბანერებს უთხარი უარი აუტდორმა. გასაგებია, მათთვის ოკუპაცია მნიშვნელოვანი არ არის, სამაგიეროდ, მნიშვნელოვანია, ეს სირცხვილი. ნუ ვიყიდით „ვისოლის“ საწვავს. არ ჩაასხათ „ვისოლის“ ბენზინი, მიგიწოდებთ პირდაპირ აქედან. „არა ოკუპაციის“ შემდეგაც უნდა მომეწოდებინა, მაგრამ გამომრჩა და ამ ყველაფრის მერე, ნამდვილად იმსახურებენ რომ მათი ბეზინი დარჩეს ამოუყიდავი, რასაც აქტიურად ვუსურვებ. გაგრძელება მოჰყვება ამ სურვილს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ  მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორებმა კომპანია OUtdooR–ისგან მიიღეს უარი ბანერების განთავსებაზე, რომელზეც იქნებოდა წარწერა: „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. ორგანიზატორების ინფორმაციით, OUtdooR–ი ბანერის შინაარსის შეცვლას ითხოვდა. საზოგადოებამ კომპანია „აუთდორის“ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ღალატად შეაფასა.

კომპანია აუთდორ.ჯი 2008 წელს დაარსდა და ის კომპანიებს გარე სარეკლამო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. საჯარო რეესტრის 05.12.2017-ში მომზადებული ამონაწერის მიხედვით,  კომპანიის 70 პროცენტს ვირჯინიის კუძნულებზე რეგისტირებული სააქციო საზოგადოება ედპროჯექტს ინკ-ი ფლობს,  20 პროცენტს  -  შპს სამკუთხედი, 10-ს კი - შპს ჯეო ტეკი. კომპანიის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზურაბ პერტაიაა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე