ყველასთვის ცნობილია, რომ გვარამია და სააკაშვილი დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანები არიან - ლაშა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:12 | 19.11.2018
ნანახია: 800

 “ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი, - დაწერა ფეისბუქში  „ქართული ოცნების“ პიარის ხელმძღვანელმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ნაცვლიშვილა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მასზე სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტიდან ირკვევა რომ ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, დაარღვია მოძრაობის არაერთი წესი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ ის არ დააჯარიმა და სახლამდეც მიაცილა. 

„წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც”, - წერს ნაცვლიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე