ინტერპოლის ახალი პრეზიდენტი, შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელი გახდეს - Times-ი

საქართველო, თბილისი - 10:58 | 19.11.2018
ნანახია: 553

ინტერპოლის ხელმძღვანელი შესაძლოა, რუსეთის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და სისხლის სამართლის საერთაშორისო პოლიციის ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ პროკოპჩუკი გახდეს.

ბრიტანული გაზეთი Times-ი წერს, რომ ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტზე 56 წლის პროკოპჩუკის დანიშვნა კრემლის არსებითი გამარჯვება იქნება.

ინტრეპოლს ჩინეთის წარმომადგენელი მენ ჰუნვეი ხელმძღვანელობდა, რომელიც ოქტომბერში სამშობლოში გაემგზავრა და გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ჩინეთში კორუფციის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ის თანამდებობიდან გადადგა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში პროკოპჩუკი ინტრეპოლის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მანამდე მას ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერა ჰქონდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რისთვისაც 2011 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

ინტრეპოლის ახალი პრეზიდენტის არჩვენები 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ოფიციალურად ამ პოსტისთვის ორი კანდიდატი იბრძვის.

მეორე კანდიდატი სამხრეთ კორეელი კიმ იონგია, რომელიც ამ მომენტისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. თავისი კანდიდატი შესაძლოა, სამხრეთ აფრიკამაც წამოაყენოს. Times-ი წერს, რომ ოფიციალური ლონდონის აზრით, პროკოპჩუკი ფაქტობრივად შეუჩრებელია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე