კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 10:15 | 19.11.2018
ნანახია: 763

 

 

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეარხი ABC News-ი შტატის სახანძრო სამსახურის განცხადებაზე  დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ცნობილი იყო 76 გარდაცვლილისა და 1276 დაკარგულის შესახებ.

ტელეარხის ცნობით, 80-დან 63 ცხედარი უკვე ამოცნობილია. დაღუპულთა უმეტესობა ბიუიტის ოლქიდან არის.

ამის გარდა ამ მომენტისთვის დაკარგულად 1202 ადამიანია მიჩნეული.

ტყის ხანძარი Camp-ი კალიფორნიის ჩრდილოეთით 8 ნოემბერს დაიწყო. ის შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი გახდა. ამის გარდა, შტატის სამხრეთ ნაწილში მძვიმვარებს კიდევ ორი ხანძარი - Woolsey  და  Hill-ი.

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 300 ათასზე მეტი ადამიანი. დონალდ ტრამპმა შტატში უდიდესი სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.

ამ დრომდე კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებლად - ხანძარი Tubbs-ი იყო მიჩნეული. ის შტატის ჩრდილოეთ ნაწილს გასულ წელს მოედო და 15 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი და 5 500-ზე მეტი შენობა-ნაგებობა გაანადგურა.

 

Пожарные во время тушения лесных пожаров в Калифорнии, США

Лесные пожары в Калифорнии, США

Олени гуляют возле сгоревшего дома в Калифорнии

Тушение лесных пожаров в Калифорнии, США

Последствия лесных пожаров в Калифорнии, США

Девушка с собакой возле сгоревшего дома в Калифорнии, США

Последствия лесных пожаров в Калифорнии, США

Последствия лесных пожаров в Калифорнии, США

Женщина стоит на месте сгоревшего дома в Калифорнии, США

Тушение лесных пожаров в Калифорнии, США

Последствия лесных пожаров в Калифорнии, США

Лесные пожары в Калифорнии, США




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე