გორის ცენტრალურ პარკში, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები დღეს განახლდება

საქართველო, თბილისი - 09:56 | 19.11.2018
ნანახია: 793

გორის ცენტრალურ პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები, დღეს განახლდება. გუშინ დღის მეორე ნახევარში პოლიციამ პარკში ის პერიმეტრი შეამცირა, რომელიც ყვითელი ლენტით იყო შემოფარგლული. შეცვლილია დროშების განლაგებაც.

ცვლილება, დიდი ალბათობით, მიწის სკანირებისგან მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება.

9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა, იაგო ნებიერიძემ, რომლიც 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გაუჩინარებაშიც ფიგურირებს, სავარაუდოდ, სამართალდამცველებს ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა.

სამართალდამცველები ცხედარს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე