სამხატვრო აკადემიაში „ხელოვნება უსინათლოებისათვის“ ბრაილის შრიფტით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:37 | 08.12.2015
ნანახია: 1912

თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბრაილის შრიფტით შექმნილი ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებს.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან პროექტის ავტორი ქეთი მატაბელი, რომის მოდისა და კოსტიუმის აკადემიის რექტორი ფურიო ფრანჩინი, სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, აკადემიის სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

პროექტი „ხელოვნება უსინათლოებისათვის“ თბილისის სამხატვრო აკადემიის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ავტორი ქეთი მატაბელი, აკადემიის რექტორთან და სტუდენტებთან ერთად, ნამუშევრებსა და ნახატებს ბრაილის შრიფტით ქმნის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე