ეკა ბესელია: ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი მისაღებია

საქართველო, თბილისი - 19:21 | 12.11.2018
ნანახია: 2195

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი მისაღებია.

ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებისთვის სამართლებრივი ბაზა არსებობს.

„ყველა ადამიანი უნდა გაიშიფროს, ვინც წარსულში სპეცსამსახურებს უკავშირდებოდა. როგორც წესი, ეს ადამიანები წარსულის გამო ისეთ სტრუქტურებში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. ამ იდეას საინტერესო საფუძველი აქვს“, – განაცხადა ბესელიამ.

„ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველოს შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ - მივმართავ კოლეგა დეპუტატებს, შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, - დაწერა ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე