მერიამ გაგვაფრთხილა, რომ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გავათავისუფლოთ - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 12:11 | 09.11.2018
ნანახია: 956

ორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მათ თბილისის მერიისგან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მერიამ ამის მიზეზად საახალწლო სამზადისი დაასახელა.

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

„ამ წერილით ხელისუფლება გვეუბნება რომ ხელს ვუშლით ვიღაცეებს. ეს თხოვნაა არის თუ რაც არის ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე