საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:46 | 09.11.2018
ნანახია: 813

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს გაიმართება. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. 

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 5 პირია ბრალდებული: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.

ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე