რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება - ფედერიკა მოგერინი

საქართველო, თბილისი - 15:17 | 07.11.2018
ნანახია: 736

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ მონრეალის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.  

„ვფიქრობ, რომ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ევროპაში არსებობს ფაქტის ნათელი დადასტურება, რომ საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით - ეს არის ტაბუ და ეს აუცილებალდ დარჩება ტაბუდ, სხვაგვარად ჩვენ ორი საუკუნით უკან დავბრუნებით, იქ კი არავის უნდა“, - განაცხადა მოგერინიმ.

მისი თქმით, სანქციები პოლიტიკის მხოლოდ ნაწილია, რომელიც ასევე ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩვენ გვაქვს სფეროები საგარეო პოლიტიკაში, სადაც რუსეთთან ვთანამშრომლობთ. არსებობს ასევე თემებიც, სადაც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანეთთან მოლაპარაკებას“, - აღნიშნა მოგერინიმ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე