7 ნოემბერი ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 14:44 | 07.11.2018
ნანახია: 1394

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ 7 ნოემბერი  მისი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა. როგორც ნიკა გვარამია წერს, მაშინ ის დარწმუნებული იყო, რომ ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ მის თვალწინ და რაც ყმაწყვილობის ასაკში ვერ შეძლო (გამსახურდიას დამხობისას), ახლა უნდა გაეკეთებინა.

„მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მწამს, ფაქტებით ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაინც ვიტყვი, ოღონდ არც მთავრობის, არც რომელიმე უწყების, არც რომელიმე ხელმძღვანელის ნაცვლად ლაპარაკს არ ვაპირებ.

7 ნოემბერი (მოვლენები და არა დარბევა, ცხადია. ეს გადაწყვეტილება პროკურატურაში არ მიიღებოდა) ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა. დროა ვთქვა ჩემი და არა კოლექტიური სახელით - ასეთი შეცდომა (მთელი წყება) არც მანამდე და არც მერე არ დამიშვია. ანთებული ვიყავი,დარწმუნებული, რომ კვლავ ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ ჩემ თვალ წინ და რაც ყმაწყვილობის ასაკში ვერ ვქენი (გამსახურდიას დამხობისას), ახლა უნდა მექნა. ანთებული მდგომარეობა, კიდევ, არ არის კარგი სახელმწიფო მოხელისთვის, მით უფრო, სამართალდამცავისა და ძალოვანისთვის, ვინც სულ ცივსისხლიანი უნდა იყოს. ახლა ვიცი, მაშინ არ ვიცოდი.

ოღოდ არა იმედის ნაწილში, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, ლამის ხარაკირი გავიკეთე თავის დროზე ამის ნიადაგზე. რაც ჩემია, ჩემია. იმედის დარბევაზე პასუხისმგებლობა ამ რიგს არ განეკუთვნება.

ოღონდ ესეც უნდა ვთქვა: 7 ნოემბრის ფაქტის მერე, ნაცემივით იყო ყველა, ვისაც ვიცნობდი - გინდ ხელისუფლებიდან, გინდ ჩვენი ამომრჩევლიდან. ერთადერთი ადამიანი მეგულება ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი მაშინდელ საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი. მაშინ მეგონა, რომ ბადრი რომ მოიშორა, მისი მთავარი მტერი, იმიტომ. ახლა ვიცი, ჩათვალა ორივე მოიშორა - მიშაც და ბადრიც, და იმიტომ. მაშინ უკვე იცოდა, რას იზამდა 2011 წელს”- წერს ნიკა გვარამია

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე