2020-2021 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1500 ლარი იქნება - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:10 | 07.11.2018
ნანახია: 60

2020-2021 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1500 ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასების მატება არამედ დირექტორებს, პროფსასწავლებლების პედაგოგებს და რესურსცენტრის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

„მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელიც შეეხება არამარტო პედაგოგების ხელფასების გაზრდას, არამედ დირექტორებსა და სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე რესურსცენტრების თანამშრომლებსა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს. ამიტომ კონკრეტულად ეს ხელფასების ზრდა ათი ათასობით ადამიანს ეხება, რაც ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, რადგან ყოველწლიურად მოხდება ხელფასების მნიშვნელოვნად ​ზრდა. როგორც ჩვენ დავპირდით, 2020-21 წლისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1500 ლარს. ყოველწლიურად ეტაპობრივად მივალთ აქამდე და ყოველი პედაგოგი განახლებულ სკოლებთან ერთად, განახლებულ პროგრამებთან ერთად, თავს იგრძნობს გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ პირობებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში რეფორმების წარმატებით განხორციელებას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე