რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მსვლელობა „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:50 | 07.11.2018
ნანახია: 782

რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ დღეს მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.

„სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აწყობს მშვიდობიან მსვლელობას „გვახსოვს 7 ნოემბერი“. სახალხო მოძრაობის დამფუძნებლები მოუწოდებენ მოსახლეობას, გააქტიურდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და უარი უთხრან სააკაშვილის ხელისუფლებას.

ამასთან, დღეს, 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრში საზოგადოების ნაწილი შეიკრიბება  და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გააპროტესტებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე