ლონდონში აზერბაიჯანელი ქალი დააკავეს, რომელმაც ერთ მაღაზიაში 16 მლნ ფუნტი დახარჯა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 07.11.2018
ნანახია: 989

ლონდონში დააკავეს აზერბაიჯანული საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის  ჯაჰანგირ ჰაჯიევის ცოლი ზამირა ჰაჯიევა, რომელმაც მხოლოდ ერთ საიუველირო მაღაზია Harrods-ში 16 მლნ ფუნტი (20,7 მლნ დოლარი) დახარჯა.

მას თანხების მითვისებას ედაევბიან.  მოსამრთლე ემა არვინოტის თქმით, შესაძლოა ჰაჯიევა 500 ათასი ფუნტის გირაოს სანაცვლოდ გაათავაისუფლონ.

გათავისუფლების შემდეგ ის ლონდონში, თავის საცხოვრებელ სახლში უნდა დარჩეს. ВВС-ის ცნობით, ამ მომენტისთვის აზერბაიჯანში ჰაჯიევას ექსტრადიციის საკითხიც განიხილება. ჰაჯიევა რამდენიმე დღის წინ დააკავეს და მას 400 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ძვირფასეულობა ჩამოართვეს.

ჰაჯიევა ამტკიცებს, რომ ის და მისი მეუღლე უდანაშაულოები არიან.

ბრიტანეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ ჰაჯიევამ განმარტოს რა გზით მოიპოვა ლონდონში 22 მლნ ფუნტის ღირებულების ქონება და  მრავალმილიონიანი ქონების წარმომავლობის დადასტურება მოსთხოვა.    

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე