ვარკეთილში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 07.11.2018
ნანახია: 759

თბილისში, ვარკეთილში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა. მშობლები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ბინაში ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული, რომელიც აკრძალულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე