ნავთლუღის ქუჩაზე ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 07.11.2018
ნანახია: 662

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.

ძლიერი კვამლის გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.

მეხანძრე-მაშველებმა ხუთი ადამიანი, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.

დამწვარია 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.

ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე