"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხვალ DataFest Tbilisi 2018 გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:05 | 06.11.2018
ნანახია: 44

ხვალ, 7 ნოემბერს, 10 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემებისა და კომუნიკაციების შესახებ სამხრეთ კავკასიაში პირველი ყოველწლიური საერთაშორისო  ღონისძიება DataFest Tbilisi 2018 გაიმართება.  ღონისძიებას დასწრება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე-ვახტანგ ბობოხიძე. ღონისძიება თავს უყრის ჟურნალისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებს და დიზაინერებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ან სურვილი აქვთ, მომავალში იმუშაონ მონაცემებზე. DataFest Tbilisi 2018 უმასპინძლებს 500 მონაწილეს.  განხილული იქნება  შემდეგი თემები:

  • მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება;
  • მონაცემთა ჟურნალისტიკა;
  • ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები;
  • მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში;
  • კიბერუსაფრთხოება და მონაცემები;
  • ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;
  • მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე