იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 06.11.2018
ნანახია: 679

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, პრეზიდენტს განცხადება გადადგომის შესახებ აქტივისტ ეკატერინა განდზიუკის მკვლელობის გარშემო აგორებული პოლიტიკური პიარის გამო წარუდგენა.

 „ხელისუფლებას არავინ ეჭიდება, დღეს უკრაინის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ. თქვენ კი პარლამენტში ეს საკითხი უნდა განიხილოთ“, -განაცხადა უმაღლეს რადაში, სხდომაზე ლუცენკომ.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ თავის საქმეს აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

„ყველფერი, რასაც მე ეკატერინა განდზიუკს საავადმყოფოში დავპირდი, კეთდებოდა და მომვალშიც გაკეთდება, მაგრამ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, როდესაც სამართალდამცავ სისტემას მტკიცებულებების გარეშე ანადგურებენ, გახსნილი დანაშაულებებისთვისაც კი, ამის დაშვება მე არ შემეძლო“, - აღნიშნა ლუცენკომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე