ევროპამ თავისი ერთიანი შეიარაღებული ძალები უნდა შექმნას - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 16:11 | 06.11.2018
ნანახია: 736

ევროპამ თავისი ერთიანი შეიარაღებული ძალები უნდა შექმნას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზდენტმა ემანუელ მაკრონმა რადიოსადგურ Europa1-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვერ დავიცავთ ევროპელებს, თუ არ მივიღეთ საერთოევროპული არმიის შექმნის გადაწყვეტილებას. ეს აუციელებლია რუსეთის წინაშე, რომელიც ჩვენს საზღვრებთან იმყოფება და რომელსაც შეუძლია უფრო საფრთხისშემცველად იმოქმედოს, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი ევროპა, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად თავის დაცვას, აშშ-სგან დამოუკიდებლად უფრო დამაჯერებლად იმოქმედებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, ევროკავშირმა თავი უნდა დაიცვას ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-სგან.

 „როდესაც დღევანდელ ევროპას ვუყურებ, ვხედავ, რომ ის დაქსაქსულია. შეხდეთ მსოფლიოს, და დაინახვთ ავტორიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც ევროპის მოსაზღვრე რაიონებში მდებარეობენ,  მოქმედებენ უფრო აქტიურად და იარაღდებიან. ჩვენს წინააღმდეგ კიბერსივრცეში ახორციელებენ დარტყმებს და ერევიან ჩვენს დემოკრატიულ ცხოვრებაში. ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-სგანაც კი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე