რიანა დონალდ ტრამპს აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 15:31 | 06.11.2018
ნანახია: 729

ამერიკელი მომღერლის რიანას ადვოკატებმა აშშ-ის პრეზიდენტს რონალდ ტრამპს გაუგზავნეს გაფრთხილება საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ მის მიტინგებზე  რიანას სიმღერების გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყენებდა რიანას მუსიკალურ კომპოზიციებსა და ჩანაწერებს პოლიტიკური ღონისძიებების ფარგლებში, უნდა იცოდეთ, რომ ქალბატონ ფენტის (რიანას ნამდვილი სახელი) მისი მუსიკის გამოყენებისთვის თანხმობა არ მიუცია. შედეგად ასეთი ქმედება, არასამრთლებრივია, ტრამპის მიერ ქალბატონ ფენტის მუსიკის არასამართლებრივად გამოყენება ცრუ შთაბეჭდილებას ტოვებს იმის შესახებ, რომ თითქოს ქალბატონი ფენტი ტრამპის მსხარდამჭერია“, - ნათქვამია წერილში.

რიანამ ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგებზე მისი სიმღერების გამოყენება არაერთხელ გააპროტესტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე