ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა- პროკურატურა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 06.11.2018
ნანახია: 744

ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა, - ეს განცავდება პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა. 

როგორც ის განმარტავს, პროკურატურა ამ საქმეში სრულიად დეპოლიტიზირებულია. 

„არ ვიცით, თქვენ რას გულისხმობთ, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფითი. ეს არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინცინდენტი. ერთმნიშვნელოვნად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა პოლიტიკური პროცესებისგან არის სრულიად დეპოლიტიზირებული. ჩვენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელზეც დაზარალებული საუბრობდა, რომ თითქოსდა აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დასკვნით ფაზაშია უკვე გადასული. აღნიშნულ საქმეშიც ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები. ჩვენი ინფორმაციით, ისინი უახლოეს მომავალში დადებენ დასკვნას,“ - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე