აშშ-ის მიერ დაწესებულ ანტიირანულ სანქციათა სიაში დახურული ბანკი და ჩაძირული ტანკერიც მოხვდა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 06.11.2018
ნანახია: 662

აშშ-ის ანტიირანული სანქციების სიაში დახურული ბანკი და ჩაძირული ტანკერიც მოხვდა, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ჯაბად ზარიფმა განაცხადა.

 „სასოწარკვეთილი ფსიქოლოგიური ოპერაციის დროს სანქციების ქვეშ მოქცეული ირანული კომპანიების სიის გაფართოებისას აშშ-მა სანქციები დაუწესა ბანკს, რომელიც 6 წლის წინ დაიხურა და ხომალდს, რომლის ჩაძირვაც გასულ წელს მედია-საშუალებებით ფართოდ გაშუქდა“, - დაწერა ზარიფმა „ტვიტერში“.

კერძოდ, სანქციების სიაში შევიდა ირანული ნავთობის ტანკერი „სანჩი“. 2018 წლის იანვრის დასაწყისში ჩინეთის სანაპიროსთან ის ჰონკონგურ ტვირთმზიდს დაეჯაცა, რის შემდეგაც ერთი კვირის განმავლობაში იწვოდა, შემდეგ კი ფსკერზე ჩაიძირა. ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის 32 წევრი დაიღუპა.  

ამის გარდა სააგენტო EFE-ს ცნობით, სანქციების სიაში მოხვდა ირანული Tat Bank-ი, რომელიც 2012 წლის სექტემბერში დიახურა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ძალაში დღეს შევიდა. სანქც იები დაუწესდა ირანის ნავთობის სფეროს, ასევე საბანკო სტრუქტურას, გემთმშენებლობასა და საზღვაო გადაზიდვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე