ერაყში 200-ზე მეტი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:26 | 06.11.2018
ნანახია: 703

ერაყის რეგიონებში, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა, 200-ზე მეტი  მაოსბრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უმაღლესი კომისრის მოხსენებაშია ნათქვამი.
მოხსენების თანახმად, 202  სამარხიდან უმეტესობა ნაინავის, კირკუკის, სალაჰ-ად-დინისა და ანბარის პროვინციებში მდებარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეფასებით ამ საფლავებში სავარაუდოდ 6 000-დან 12 000-მდე ადამიანია დამარხული.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ რეგიონებში შესაძლოა კიდევ უამრავი სამარხი იყოს.

დამარხულებს შორის არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ერაყელი სამხედროები და პოლიციელები, ასევე უცხოელი თანამშრომლები.

მოხსენების გამოქვეყნების მომენტში სპეციალისტებმა 23 სამარხი გახსნეს და 1258 ცხედარი ამოიტანეს. მათი თქმით, ყველა ცხედარი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაირკვეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რათა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ან გენოციდად შეფასდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე