ოთარ ფარცხალაძისთვის წაყენებული მუხლი არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:06 | 06.11.2018
ნანახია: 779

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, ოთარ ფარცხალაძისთვის წაყენებული მუხლი თავისი სანქციითა და შინაარსით არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„სასამართლო რომელ ღონისძიებას გამოიყენებს და რა აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მთავარია, ეს საგამოძიებო პროცესი არ ტოვებდეს კითხვის ნიშნებს და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. რატომ დაინიშნა სასამართლო პროცესი ადრე, ამაზე ვფიქრობ, შეკითხვები პოლიტიკოსებს არ უნდა დავუსვათ, რადგან ჩვენ არ განვსაზღვრავთ სასამართლო როდის დანიშნავს სხდომას. ამ კითხვებზე სასამართლო გააკეთებს ალბათ განმარტებას. სასამართლო პროცესი 05:00 საათზე დაინიშნება, თუ დღის რომელიმე მონაკვეთში, არავინ ამას პოლიტიკურ ორგანოს არ და ვერ შეუთანხმებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე