ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება - მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:48 | 06.11.2018
ნანახია: 793

ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის ცოტა გაუგებარია ამ კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე, რატომ არ უჭერს ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს

„ძალიან გასაკვირია, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს და პრაქტიკულად, გამოდის, რომ ოპოზიცია, დილანდელი განცხადება რაც მოვისმინე, არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება. ასევე, მარიხუანას ხელმისაწვდომობა შევზღუდოთ არასრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვნებს დავაკისროთ პასუხიმსგებლობა მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის დავაწესოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მომხმარებლებს შევუზღუდოთ მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები. ცოტა გაუგებარია ამ კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე რატომ არ უჭერს ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით განიხილება, რის შემდეგაც კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე