საქართველოს ბანკმა CSR ის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და ახალი მასშტაბური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა
საქართველო, თბილისი - 12:13 | 06.11.2018 ნანახია: 1035მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და განათლების მიმართულებით ახალი საქვეყნო პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკი წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკი ასევე გასცემს გრანტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საქართველოს ბანკის მიერ 3 402 196 ლარით დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყნის წამყვანი ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა. ამაზე მეტყველებს ახალი ინიციატივაც და უკვე განხორციელებული პროექტებიც. მაგალითისთვის, საქართველოსა და მსოფლიოში არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით მეექვსე წელია ბანკი TEDx თბილისის მხარდამჭერია. ბანკი ასევე ზრუნავს ეკოლოგიაზე და ყოველწლიურად მხარს უჭერს 10 დაცული ტერიტორიის მოვლა-შენარჩუნებას Caucasus Nature Fund -თან ერთად. გარემოზე ზიანის შესამცირებლად, კომპანიის ოფისში განთავსებული მწვანე ყუთების საშუალებით, გროვდება და მუშავდება მაკულატურა. საქართველოს ბანკმა ეკოლოგიის მიმართულებით - 1 726 912 ლარი გამოყო. ბანკი ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნა/განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული სოციალური მეწარმეობის კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში. საქართველოს ბანკის მიერ დონაციისთვის შექმნილი სპეციალური პლატფორმის Donate.ge-ს მეშვეობით კი შეგროვდა 44 381 ნივთი, რომელიც 1 360 ბენეფიციარს გადაეცა“,- განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა