ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავში დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:40 | 06.11.2018
ნანახია: 727

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 

საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე სარალიძის დაკავებას. ის სამართალდამცავზე თავდასხმის ბრალდებით, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს. ეს მუხლი ეხება წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე