ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 23:43 | 05.11.2018
ნანახია: 758

არსებული ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

ყოფილი მთავარი პროკურორი დღეს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განმარტებას არ აკეთებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებაში განუცხადეს, ოფიციალურ კომენტარს ხვალ გააკეთებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე