Samsung-ი ფოტოაპარატებისა და ვიდეოკამერების წარმოებას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 08.12.2015
ნანახია: 1432

სამხრეთ კორეულმა კორპორაცია Samsung-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ციფრული ფოტოაპარატებისა და ვიდეოკამერების წარმოება შეწყვიტოს.

კორპორაციის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ აღნიშნული მიმართულება, ამავე სფეროში მომუშავე Nikon-ს მიყიდოს. როგორც კომპანიაში განმარტავენ ამიერიდან მათთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებები იქნება, მაგალითად საგადახდო სისტემები და სხვა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო პერიოდში ციფრულ ფოტოაპარატებსა და ვიდეოკამერებზე მოტხოვნა შემცირდა. სწორედ აღნიშნული მიზეზი გახდა Samsung-ის გადაწყვეტილების მიზეზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე