მექსიკაში მკვდრების დღესასწაული აღნიშნეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 05.11.2018
ნანახია: 662

 

მექსიკაში მკვდრების დღე აღნიშნეს. ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ნოემბრის დასაწყისში გარდაცვლილების სულები თავიანთ სახლებში ბრუნდებიან, რათა ახლობლები მოინახულონ, ცოცხლები კი მათ სიხარულითა და სიყვარულით უნდა შეხვდნენ.

 მკვდრების დღესასწულის აღნიშნვა თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე ესპანელების ჩასვლამდეც აღინიშნებოდა. თუმცა მაშინ ადგილობრივები დღესასწაულს აგვისტოში აღნიშავდნენ, ზეიმს ბავშვებს უძღვნიდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთქალ მიკტეკსიუატლს - მკვდრების ღმერთის მიკტლანტეკუტლის ცოლს.

ესპანელებმა დღესასწაულის აღნიშვნაში ცვლილებები შეიტანეს და ის ქრისტიანული ტრადიციებით შეავსეს. ზეიმი ნოემბერში  - ყველა წმინდანის დღეს გადაიტანეს. შეამცირეს მისი აღნიშვნა ერთი თვიდან სამ დღემდე. თუმცა დღესასწაული მთლიანად ქრისტიანული მაინც ვერ გახდა.

მიცვალებულების დღის სიმბოლო ჯვარზე მეტად თავის ქალაა, რომელიც შაქრით,შოკოლადითა და მარციპანით მზადდება.

 

 

 

 

 
 
 
 
 
 
 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე