8 დაღუპული და 16 დაჭრილი - ბაღდადში ტერაქტების სერია მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 05.11.2018
ნანახია: 622

რვა ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ტერაქტების შედეგად.

ტელეარხ Al-Arabiya-ს ცნობით, ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაღდადის ჩრდილოეთით ადენის მოედნის სიახლოვეს ამოქმედდა.

კიდევ სამი აფეთქება ქალაქის აღმოსავლეთით მოხდა, მეხუთე-  ბაღდადის ჩრდილოეთით. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის სამხრეთით ამოქმედდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე