ეს ბრძოლა საპატრიარქომ პირწმინდად მოიგო - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 16:34 | 02.11.2018
ნანახია: 806

ეს ბრძოლა საპატრიარქომ მოიგო, ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრისა და პატრიარქის დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ მოხდება უახლოეს მომავალში

"მოიგო ეს ბრძოლა საპატრიარქომ, თან პირწმინდად.

ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს. მეორე ტურში გასული ოპოზიცია უკვე წავიდა ყველაფერზე, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ მოხდება უახლოეს მომავალში. კანაფზე გაჭედეს და სხვა მიმართულებებზე რაიმე იმედის შენარჩუნება წარმოუდგენელი გულუბრყვილობა მგონია.

რამდენჯერმე ვთქვი, კანაფზე გადის დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზითქო.

ერთ მხარეს იყო გირჩი, მეორე მხარეს ყველა დანარჩენი და წავაგეთ, ესეცაა ამ არჩევნების შედეგი ჩემთვის", - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტიდან გაიწვევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე