უახლეს ისტორიაში არსებობს მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 16:23 | 02.11.2018
ნანახია: 702

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალაა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, 2012 წლიდან საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გარანტი „ქართული ოცნებაა“.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში გახლავთ მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებას თავი სწორედ ამ თვალსაზრისით დაამახსოვრა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომელსაც ის ხშირად იყენებს. 2012 წლიდან საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გარანტი გახლავთ სწორედ „ქართული ოცნება“ და ეს სტანდარტი ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე იქნება“, - განაცხადა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე