იაპონიის ერთ-ერთი კუნძული გაქრა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 02.11.2018
ნანახია: 778

იაპონიის სანაპიროებთან გაქრა პატარა კუნძული ესანბე ჰანაკიტა კოძიმა.

 „დაუსახლებელი კუნძული, სავარაუდოდ, წყალში ჩაიძირა“, - წერს გამოცემა The Guardian-ი.

გამქრალი კუნძული კურილიის კუნძულების დასავლეთით მდებარეობდა.

ბოლოს იაპონიის სანაპირო დაცვამ ის 1987 წელს დაათვალიერა. მაშინ კუნძული წლის დონიდან მხოლოდ 1,4 მეტრით მაღლა მდებარეობდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ესანბე 158 კუნძულიდან ერთ-ერთია, რომელსაც იაპონიის ხელისუფლებამ სახელწოდება 2014 წელს იმის გამო მიანიჭა, რომ ამ ტერიტორიაზე თავისი უფლებამოსილება დაემტკიცებინა და ეკონომიკური ზონა გაეფართოვებინა. ამასთან ეს კუნძულები კვლავინდებურად დაუსახლებელია.

იაპონია ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც კუნძული გაქრა. ჰავაის ერთ-ერთ კუნძული ქარიშხალმა „ვალაკამ“ გაანადგურა, რომელმაც ამ რეგიონს ოქტომბერში გადაუარა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე