ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 15:24 | 02.11.2018
ნანახია: 603

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს. 

მისი განმარტებით, ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს.

„არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ სამართლებრივი შეფასება მივცე ამ მოვლენას. გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ განცხადება არჩევნებამდე გაცილებით ადრე გააკეთეს. შესაბამისად, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან? არავითარი. ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს.

თუ ადამიანის წინააღმდეგ არსებობს სამხილები, გამოძიება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და შედეგიც რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. მაგრამ ამის დაკავშირება არჩევნებთან, ეს არის სრულიად საფუძველს მოკლებული. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაში იმის მიუხედავად, არის თუ არა არჩევნები. თუ დაემთხვევა გამოძიების დაწყება რაღაც თარიღს, ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი, მთავარია, ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე